Accentnews.ge
კალაძე: სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება

კალაძე: სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება

31/01/2024 07:57:11 საზოგადოება

დღეიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომ არ ყოფილიყო ეს გამოწვევები და პრობლემები ამხელა რეფორმის განხორციელებას არ დავიწყებდით, ხომ?! გვინდა, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამისკენ მივისწრაფვით",– თქვა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S