Accentnews.ge
ჯარიმების ოდენობა 2 მილიონს აღემატება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწვავის ხარისხი შეამოწმა

ჯარიმების ოდენობა 2 მილიონს აღემატება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწვავის ხარისხი შეამოწმა

31/01/2024 07:49:27 საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უწყებამ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.

უწყება ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.

"ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია", - წერია განცხადებაში.

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S