Accentnews.ge
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ჟურნალისტს მოსამართლემ 2000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ჟურნალისტს მოსამართლემ 2000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა

31/01/2024 07:04:53 საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გადაწყვეტილება დღეს, 31 იანვარს გამოცხადდა.

ჟურნალისტი კეკელიძეზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავა პოლიციამ. ის აქტივისტების დაკავების პროცესს იღებდა.

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ 20 პირი დააკავა, მათგან ორი სისხლის სამართლის წესით, დანარჩენები – ადმინისტრაციული მუხლით. დაკავებულთა შორის იყო მთივლიშვილიც. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე: "მეგონა, მახრჩობდნენ" – ჟურნალისტი დაკავების პროცესს იხსენებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S