Accentnews.ge
ფარულავა: "ფორმულას" სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება

ფარულავა: "ფორმულას" სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება

31/01/2024 06:30:44 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულაზე" გასართობი გადაცემები იხურება,– იუწყება ტელეწამყვანი ია ფარულავა.

მისი ცნობით, არხის სტრატეგია იცვლება.

"გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია ფარულავას კონვერტზე “ და შემდეგ ამ ახალ პროექტში სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არცერთი წუთით არ მწყდება გული რადგან ესეთია ეს ბიზნესი",– წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

არსებული ცნოებბით, არხი გეგმებზე განცხადებას დღეს გააკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S