რიში სუნაკი: ჩემთვის ყოველკვირეული შიმშილობა მნიშვნელოვანი დისციპლინაა

30-01-2024 19:12:24 ეს საინტერესოა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მედიასთან საკუთარ დისციპლინაზე ისაუბრა და თქვა, რომ კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს.

კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ კვირას, 17:00 საათიდან სამშაბათს, დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს:

”ვცდილობ, ყოველი კვირის დასაწყისში შიმშილობა საერთო დაბალანსებული ცხოვრების წესის ნაწილდა ვაქციო, მაგრამ ყველა ამას განსხვავებულად აკეთებს.”

მან აღიარა, ტკბილეული მისი სისუსტეა:

„ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში საკუთარი თავი ყველა იმ ტკბილეულით გავანებივრო, რომელიც მომწონს“.

მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია და ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები