Accentnews.ge
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო მგზავრებს დაგვიანებით მოემსახურება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო მგზავრებს დაგვიანებით მოემსახურება

30/01/2024 14:57:59 საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. იუწყება თბილისის მერია.

„ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება",– ნათქვამია შეტყობინებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S