
ლარი ისევ გაუფასურდა
30/01/2024 13:20:33 ეკონომიკა
30 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6827 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9080 ლარი გახდა.
0.17 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4019 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.84 თეთრი შეადგინა.