Accentnews.ge
საქართველოში წითელათი ინფიცირების შემთხვევების გახშირებას ელიან

საქართველოში წითელათი ინფიცირების შემთხვევების გახშირებას ელიან

30/01/2024 11:33:56 საზოგადოება

საქართველოში წითელათი ინფიცირების შემთხვევების გახშირებას მოელიან ვაქცინაციის შემცირების ფონზე. ამ თემაზე 30 იანვარს ისაუბრა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, პამდემიამდე ერთ წლამდე ბავშვების 100% იყო ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი, 5 წლის ასაკში კი 97%. უახლესი მონაცემებით, ერთწლამდე ბავშვების მხოლოდ 94%–ს აქვს ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული, 5 წლის ასაკში კი 88%-ს. მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა ორი ინექციის გაკეთება 1 და ხუთი წლის ასაკში:

"88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს".

მისი თქმით, ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია, თუმცა ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა:

"მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა. ამ 16 შემთხვევიდან 14 არის თბილისში და უმრავლესობა არის 20-დან 40-მდე წლამდე პირი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S