
ომბუდსმენმა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროვება დაადგინა
30/01/2024 09:14:38 საზოგადოება
სახალხო დამცველმა POSTV-ის ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროვების ფაქტი დაადგინა.
ომბუდსმენს ანანია გაჩეჩილაძემ მიმართა. როგორც ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, სახალხო დამცველი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეყრდნო, ხოლო შალვა რამიშვილმა მათთან არ ითანამშრომლა.
ომბუდსმენის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა რამიშვილს, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში.
„სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.
2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა „pos tv”-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.
სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან.
წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია.
საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. თავად რამიშვილმა ბრალდებები უარყო და მათი.