Accentnews.ge
სააკაშვილი: კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია

სააკაშვილი: კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია

30/01/2024 09:03:39 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება სამთავრობო ცვლილებას და ამბობს, რომ "კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია".

სააკაშვილის განცხადებით, „მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის“.

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

ბებიებისა და ბაბუებისთვის ერთადერთ გულის გასახარ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

ამ „ბანდის“ ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი ღრაიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. მმართველ გუნდში დაადასტურეს, რომ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S