Accentnews.ge
საქსტატი: 2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის

საქსტატი: 2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის

30/01/2024 08:35:17 საზოგადოება

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11,279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 4.2%-ით აღემატება. საუბარია 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის უძრავ ქონებაზე. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი.

2023 წელს გაცემული ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% - იმერეთის რეგიონზე.

რაც შეეხება 2023 წელს დასრულებულ მშენებლობებს - გასულ წელს მთლიანობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 3.3 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი შენობა-ნაგებობები შეემატა. დასრულებული შენობების რაოდენობა 3,182-ია, რაც წლიურად 19.9%-ით არის გაზრდილი.

"ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% მოდის ქ. თბილისზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% - კახეთის რეგიონზე და 8.5% - იმერეთის რეგიონზე", - წერს საქსტატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S