
Red Wings საქართველოში ფრენას აღდგენილი Tu-214-ით გეგმავს
29/01/2024 12:04:08 საზოგადოება
რუსული ავიაკომპანია Red Wings 9 თებერვლიდან მოსკოვი-ბათუმი- მოსკოვის მარშრუტზე ავიარეისის შესრულებას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს,– წერს "ეხო კავკაზა" ავიაკომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამჟამად ავიაკომპანია Red Wings რეისებს საქართველოში Sukhoi Superjet 100-ით ასრულებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციის Ту-214 (ბორტის ნომრით RA-64518) 2009 წელს ყაზანის საავიაციო ქარხანაში დაამზადეს 2017 წლამდე ის ავიაკომპანია „Трансаэро“-ს ექსპლუატაციაში იყო. შემდეგ კი უკვე ავიაკომპანია Red Wings-ის მფლობელობაში. 2023 წელს სალიზინგო კომპანია „Ильюшин Финанс Ко.“-მ მთავრობის დავალებით ორგანიზაცია გაუწია “ხანგრძლივი შენახვის შემდეგ საფრენი ვადის მქონე ლაინერის აღდგენას“, რის შემდეგაც ბორტმა საფრენი ვადის ახალი სერტიფიკატი მიიღო.
გასულ წელს რუსეთში ადგილობრივი ავიახაზების თვითმფრინავების გაუმართაობასა და დაზიანებებთან დაკავშირებული ათობით ინციდენტი დაფიქსირდა. გამოცემა Newsweek-ის ჟურნალისტების დაანგარიშებით, ვითარება სწრაფად უარესდება: თუ მთელი ნოემბრის განმავლობაში რუსულ თვითმფრინავების 12 დაზიანება აღირიცხა, 1 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე უკვე 14. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს დაკავშირებულია რუსული ავიაკომპანიებისადმი დაწესებულ სანქციებთან, რის გამოც ვერ ხერხდება ტექნიკური ინსპექტირება სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ.