Accentnews.ge
რატომ თქვა უარი ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე

რატომ თქვა უარი ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე

29/01/2024 09:56:25 საზოგადოება

რუსულ საფეხბურთო კლუბ „სოჭს“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა და მას წელიწადში 700 000 ევროს ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა, ვინაიდან „რუსეთში თამაში არ სურს“, იტყობინება „ჯეო თიმი“.

ქვილითაია ამჟამად კვიპროსულ „აპოელში“ თამაშობს, თუმცა კონტრაქტი ოთხ თვეში უმთავრდება.

ქვილითაიას აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსულ გამოცემა „ერ-ბე სპორტს“ უთხრა, რომ მათ „სოჭის“ შეთავაზება მართლაც მიიღეს, თუმცა უარი თქვეს იმიტომ, რომ „არის სხვა კარგი ვარიანტებიც, რაც ძირითადი მიზეზია“. რაც შეეხება შეთავაზებულ ხელფასს, ლილუაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S