Accentnews.ge
სარფში, სამალავიდან დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

სარფში, სამალავიდან დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

29/01/2024 09:43:09 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 2418.84 ლარი შეადგინა.

ინფორმაციის თანახმად, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S