Accentnews.ge
The Washington Post: აშშ 2024 წლისთვის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სტრატეგიას ამზადებს

The Washington Post: აშშ 2024 წლისთვის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სტრატეგიას ამზადებს

27/01/2024 12:17:36 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმას ამზადებს, - ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება კიევის ომის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზნად. თუმცა, როგორც The Washington Post-ი იუწყება, უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის პროექტი ტერიტორიების განთავისუფლებას ხაზს არ უსვამს. ის ყურადღებას ამახვილებს როგორც თავდაცვაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაზე.

ახლა აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ წლევანდელი - თავდაცვაში გატარებული წელი უკრაინას საკუთარი პოტენციალის მნიშვნელოვნად გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის - სამხედრო მრეწველობის სფეროშიც.

ხაზგასმულია, რომ ამერიკული მხარდაჭერის გეგმის განხორციელების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, გამოყოფს თუ არა კონგრესი თანხებს უკრაინის დასახმარებლად.

საუბარია შესაძლო კომბინირებულ სტრატეგიაზეც, რომლის დროსაც "აქტიური თავდაცვა" რუსული არმიის ზურგის ობიექტებზე შეტევებთან იქნებოდა შეთავსებული. The Washington Post ასევე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ კიევმა ფოკუსირება მოახდინოს შორ მანძილზე დარტყმებზე, კერძოდ, შავი ზღვის ფლოტისა და რუსეთის არმიის ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმში.

გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ახალ სტრატეგიას შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური რისკები, ვინაიდან საზოგადოებამ, როგორც უკრაინაში, ისე დასავლეთში შეიძლება, დაიწყოს სამხედრო ოპერაციებისგან, რომლებსაც ხელშესახები შედეგები არ მოაქვთ დაპყრობილი ტერიტორიების სახით, დაღლილობის გამოვლენა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S