
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული კიდევ 3 ადამიანი დააჯარიმეს 2000 ლარით
26/01/2024 17:34:54 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და 23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.
აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ადგილზე იყო დაპირისპირება. ორი ადამიანი სისხლის სამართლის მუხლით არის დაპატიმრებული.