Accentnews.ge
რესპუბლიკურის ექიმებმა უარს თქვეს მინისტრთან შეხვედრაზე

რესპუბლიკურის ექიმებმა უარს თქვეს მინისტრთან შეხვედრაზე

26/01/2024 13:25:10 საზოგადოება

თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უცვლელი მოთხოვნით გამართეს აქცია – შეჩერდეს მთავრობის ბრძანება, რომელიც კლინიკის დანგრევას ითვალისწინებს.

აქციაზე მყოფმა ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვედრაზე უარი უთხრეს.

"გუშინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებდა ჩვენთან შეხვედრას და მოვსულიყავით 7 ადამიანი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - სანამ არ შეჩერდება რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც გველაპარაკება შანტაჟის ენით და დროს გვაძლევს მხოლოდ 5 თებერვლამდე, მანამდე კომპენსაციებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრს არ შევხვდებით", - კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა ნინო ოთარიშვილმა.

რესპუბლიკურის თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S