Accentnews.ge
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ჩიქობავასა და ხასაიას გათავიუფლებას მოითხოვს

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ჩიქობავასა და ხასაიას გათავიუფლებას მოითხოვს

26/01/2024 06:36:13 პოლიტიკა, საზოგადოება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას მოითხოვს.

„გუშინ 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში, ჩვენი პროფკავშირის წევრის მარინა ხატიაშვილის ოჯახის უკანასკნელი საცხოვრებელიდან გამოსახლებისას, საპოლიციო სტრუქტურების არნახულ ძალადობასა და დარბევაზე საპასუხოდ და შესაჩერებლად, მოძრაობა ხმა - ს წევრებმა, გიორგი ხასაიამ და კაკო ჩიქობავამ აღსრულების პოლიციის მანქანა დააზიანეს. ორივე მათგანს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას, ედავება. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამაგიეროდ, გუშინდელი მშვიდობიანი პროტესტის ვანდალური და ენითაღუწერელი ძალადობრივი დარბევის ავტორები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. მეტიც, 26 იანვარს კიდევ ერთი გამოსახლებაა ჩანიშნული ზანდუკელის N 2. შეგახსენებთ, რომ გუშინ დამატებით 18 პირი იქნა დაკავებული.

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ქმედება მიმართული იყო 30 წლიანი ძალადობის შეჩერებისაკენ, რომელიც ანგრევს ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებს და ქვეყანას განვითარების მომავალს უსპობს.

ამიტომ მივიჩვნევთ, რომ:

უნდა შეწყდეს მოძრაობა "ხმის" წევრებისა და სხვა დაკავებულების სამართლებრივი დევნა.

უნდა აიკრძალოს ძალადობრივი გამოსახლებები.

უნდა აგონ პასუხი საზოგადოების დარბევაში მონაწილე პირებმა“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს – გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა სახელმწიფო ბრალდება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

დაკავებულების მხარდამჭერებმა საპროტესტო შეძახილებით დატოვეს სხდომათა დარბაზი.

ბრალდება დაკავებულებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს კეკელიძეზე, სადაც მოქალააქეები ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S