Accentnews.ge
სტრელკოვს 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტრელკოვს 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25/01/2024 12:04:44 მსოფლიო

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დონეცკის ე.წ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინს (სტრელკოვი), რომელიც რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით დააკავეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. პროკურატურა 4 წლითა და 11 თვით პატიმრობას ითხოვდა.

ფორმალურად, გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია მის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ორ "პოსტთან" , პირველში საუბარია "ყირიმის შესაძლო ჩაბარებაზე", მეორეში – "სამხედროებისთვის შემწეობის გადაუხდელობაზე", – თქვა გირკინის ადვოკატმა ალექსანდრე მოლოხოვმა. მაგრამ დაკავება მოხდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკის შემდეგ.

გირკინი 2023 წლის ივლისის ბოლოს დააკავეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტების გამო, რომლებშიც გამოძიებამ დაინახა მოწოდებები ექსტრემიზმისკენ.

2022 წლის ნოემბერში გირკინს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

გირკინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ამავდროულად, თავიდანვე მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო სარდლობას ფრონტზე წარუმატებლობის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S