Accentnews.ge
კვლევა: საჯარო სკოლებში მდგომარეობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება

კვლევა: საჯარო სკოლებში მდგომარეობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება

25/01/2024 09:23:45 საზოგადოება

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრმა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ კვლევა მოამზადა, საიდანაც ირკვევა, რომ მდგოარეობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მაგალითად, თუკი თბილისში სკოლების 80%-ს აქვს რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია.

ძირითადი მიგნებები:

  • რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი მაღალია თბილისში (51%), ხოლო ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11-12%);
  • სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ვადები მუდმივად იწევს. სასკოლო ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა დაგეგმილი იყო 2023 წლის ბოლოსთვის, ამ ვადამ გადაიწია ჯერ 2026 წლისთვის, ხოლო შემდგომ 2027 წლის ბოლოსთვის;
  • მხოლოდ სკოლების 31% აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია;
  • სკოლების 64% არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები,რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება;
  • თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს გააჩნია რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინროცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არგააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია;
  • მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სკოლების 87%-ს აქვს კომპიუტერები და პრინტერები;
  • სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას პირად კომუნიკაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში;
  • კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.
  • ცენტრი აღნიშნავს, რომ მონაცემები შეგროვდა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გზით.

"მონაცემები შეგროვდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით; 2023 წლის ივნისიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას CCIIR-ზე. 2023 წელის დეკემბრიდან, სამინისტრომ ორჯერ მოგვაწოდა მოთხოვნილის ნაცვლად შეჯამებული, მცირე მონაცემი, რომელიც ფორმალურად პასუხს წარმოდგენს - მისი დამუშავება და ანალიზი შეუძლებელია",– აღნიშნავს ცენტრი.

კველაში აღნინულია, რომ 2086 საჯარო სკოლიდან 1561 საჯარო სკოლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რაც სკოლების 75%-ზე მეტს წარმოადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S