Accentnews.ge
ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

24/01/2024 14:19:31 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00-მდე თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ცნობით, მოძრაობა ერისთავის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის კვეთასთან, ორმხრივად შეიზღუდება.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.

19 იანვარს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S