
მოძრაობა "ხმა" აღსრულების ბიუროში შევიდა ორი ძირითადი მოთხოვნით
24/01/2024 14:13:43 საზოგადოება
მოძრაობა „ხმის” წევრები და მათი მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად აღსრულების ბიუროს შენობაში შევიდნენ და მოთხოვნები გააჟღერეს.
კერძოდ, ისინი მოითხოვენ, შეჩერდეს გამოსახლებები, გამოცხადდეს მორატორიუმი და გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები.
იყო მაური. ბიუროს თანამშრომლებმა ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
თბილისში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა.
შსს-მ ოჯახის გამოსახლებისას ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.