Accentnews.ge
ჩხაიძე: სააკაშვილი კლინიკაში ყოფნას საჭიროებს

ჩხაიძე: სააკაშვილი კლინიკაში ყოფნას საჭიროებს

24/01/2024 14:02:07 საზოგადოება

ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ქსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კლინიკაში ყონას საჭიროებს..

"გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობა, თუმცა, არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას... უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს, გაუმჯობესებულია, თუმცა, არ არის მაინც ის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, კიდევ უფრო გააუმჯობესოს კვების კომპონენტი" - ამბობს ჩხაიძე TV იმედთან.

24 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ექსპრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ბრალდებული პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ჩაერთო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S