
მგზავრებს შორის ჩხუბის გამო ზუგდიდი-თბილისის მატარებელს გაჩერება მოუხდა
23/01/2024 19:22:31 საზოგადოება
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო.
მიზეზი მგზავრებს შორის შელაპარაკება გახდა.
„ზუგდიდი თბილისის რეისზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მგზავრს შელაპარაკება მოუვიდა სხვა მგზავრებთან. მოგვიანებით დაუპირისპირდა დაცვის სამსახურის თანამშრომელს. "საქართველოს რკინიგზამ" მატარებელი ხარაგაულში გააჩერა და პოლიცია გამოიძახა. სიტუაცია ადგილზე განიმუხტა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ჩავიდა მატარებლიდან, მატარებელმა კი განაგრძო მსვლელობა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.