
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
23/01/2024 13:16:51 ეკონომიკა
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6633 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8971 ლარი გახდა.
0.97 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3877 ლარია.
თურქული ლირას კურსმა 8.80 თეთრი შეადგინა.