Accentnews.ge
აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი ხმაურის ფონზე მოუხსნეს

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი ხმაურის ფონზე მოუხსნეს

23/01/2024 12:44:35 საზოგადოება

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. ამ საკითხს კენჭი საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე უყარეს. ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი იყო.

ამ გადაწყვეტილებით 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ორ ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.

ფუნქციური სტატუსი არ შეცვლია ლაგუნა ვერეს და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.

ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი საკრებულომ წინასაახალწლოდ 2023 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მოწონების შემდეგ, პროექტი მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად დაბრუნდა. ვინაიდან ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აქ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელი იყო, პროექტი ისევ საკრებულოს დაუბრუნეს ზონის ცვლილების მოთხოვნით და დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესი ბოლომდე მივიდა.

იხილეთ ასევე: "ცათამბჯენის მშენებლობა დაუშვებელია": 19 ორგანიზაცია დედაქალაქის მთავრობას მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S