Accentnews.ge
1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება

1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება

23/01/2024 11:46:21 საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია შესასვლელი ბილეთის ფასების ცვლილება.

სააგენტო განმარტავს, რომ შემოსავლების ნაწილი მიმართულია ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორეს მხრივ – სამუსაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვიტარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით.

სააგენტოს ცნობით, 2023 წელს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.

ბილეთების ფასები შემდეგნაირად შეიცვლება:

  • 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან,
  • 6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი.

მარტვილის კანიონი

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი,
  • .უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
  • ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ოკაცეს კანიონი

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.

პრომეთეს მღვიმე

  • საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი,
  • ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად - 13 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვალად - 25 ლარი,
  • ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

სათაფლია

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვალად - 10 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S