
პრეზიდენტი – გამოსახლებაზე: მიუღებელია მევახშეების წახალისება
23/01/2024 09:41:48 პოლიტიკა, საზოგადოება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება.
"მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება",– წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.
პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა და ნოვთების გამოტანა დაიწყო.
იყო შეხლა–შემოხლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები.
იხილეთ ასევე: SJC – სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება!