Accentnews.ge
მინისტრი – პირდაპირ შესყიდვაზე: ბიუჯეტით, რასაც წინა წლებში ვხარჯავდით, მინიმუმ, 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ

მინისტრი – პირდაპირ შესყიდვაზე: ბიუჯეტით, რასაც წინა წლებში ვხარჯავდით, მინიმუმ, 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ

22/01/2024 13:39:09 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების შეძენას დაახლოებით 50 მლნ ლარის დანაზოგით ახერხებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, თანხების დაზოგვა და მეტი მედიკამენტის შეძენა შესაძლებელი მწარმოებლებთან მოლაპარაკების შედეგად გახდა.

"ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ვიტყოდი რომ უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მედიკამენტების შემოტანაზე და პაციენტებამდე მიტანაზე. ჩვენ შესაბამისი დისტრიბუციის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა უშუალოდ მწარმოებლებთან, მოლაპარაკების შესაძლებლობა უკვე მესამე მწარმოებლებთან თითქმის ბოლომდე ამოვწურეთ. ორთან უკვე შევთანხმდით, ასე ვიტყოდი. შემოტანა იანვრიდან უკვე დაიწყო. მესამე მწარმოებელთან კი, ვფიქრობ, კონტრაქტს ხელი 2 კვირის ვადაში მოეწერება.

ჩვენს მიერ შესყიდული მედიკამენტების თითქმის 60% მაშინდელი ფასით ხდება, რა ფასადაც 2022-2023 წლებში ვყიდულობდით. ამ ბოლო მოლაპარაკებებით კი, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შევძელით. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ბიუჯეტით, რომელსაც წინა წლებში ვხარჯავდით მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ. ეს ძალიან დიდი შეღავათია ბიუჯეტის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც", - განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ეს 50 მლნ ლარის ეფექტია. საერთო ჯამში კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის 350-400 მლნ ლარის დანაზოგია.

2024 წლის იანვრიდან პაციენტები ონკოლოგიურ მედიკამენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S