Accentnews.ge
2023 წელს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო

2023 წელს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო

22/01/2024 12:14:38 ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან 6,090 მლრდ აშშ დოლარი ექსპორტზე (ზრდა 9.1%), ხოლო 15,4 მლრდ დოლარი იმპორტზე (ზრდა 14.0%) მოდის.

ბრუნვის მიხედვით, მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2.9 მლრდ დოლარით თურქეთია.

TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 152.9 მლნ აშშ დოლარი – ზრდა 2022 წელთან შედარებით 52%;
  • მსუბუქი ავტომობილები - 81.2 მლნ აშშ დოლარი – კლება 24.1%;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 63.4 მლნ აშშ დოლარი – ზრდა 15.2%;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელები - 56.1 მლნ აშშ დოლარის – ზრდა 16.3%;
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 48.02 მლნ აშშ დოლარი – ზრდა 33.8%.

TOP-5 ექსპორტირებული საქონელი:

  • ელექტროენერგია - 85.9 მლნ აშშ დოლარი – ზრდა 7.4%;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 57.05 მლნ აშშ დოლარი – კლება 27.3%;
  • ფეროშენადნობები - 38.2 მლნ აშშ დოლარი – კლება 36.4%;
  • ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 36.1 მლნ აშშ დოლარის – კლება 20.4%;
  • ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 11.6 მლნ აშშ დოლარი – კლება 13.1%.

თურქეთში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 4.9%-ით შემცირდა და 409.2 მლნ დოლარით შეადგინა. ამ შედეგით საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S