
რუსმა ჟურნალისტმა საქართველოს შეაფარა თავი
22/01/2024 11:49:00 მსოფლიო, საზოგადოება
რუსი ჟურნალისტი ასია კაზანცევა რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა. მან რუსეთის დატოვება მისი გამოსვლების გაუქმებას და რუსი დეპუტატის მიერ მისთვის შინაპატიმრობის შეფარდების მოთხოვნას დაუკავშირა.
ჟურნალისტის თქმით, წასვლა გადაწყვიტა „მეგობარი ადვოკატის“ რჩევით, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ ხელისუფლება, თუ სურდა, მიზეზს იპოვნიდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.
„ჯერ–ჯერობით დავრჩები დიდებულ თბილისში, სანამ უკეთესი დრო მოვა“, - წერს კაზანცევა "ფეისბუქზე".
ამავდროულად, კაზანცევამ განმარტა, რომ ის რუსეთში „პირველი რეისით“ დაბრუნდება, როგორც კი „ქარი შეიცვლება“.
ჟურნალისტმა დასძინა, რომ ის მაინც გაწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ არ სურდა ქალიშვილის რისკის ქვეშ დაყენება.
ასევე, კაზანცევას თქმით, ლექციების გაუქმების გამო, მისთვის "საკმაოდ პრობლემური გახდა თავის რჩენა".