Accentnews.ge
შსს: 2023 წელს შემოვიდა რუსეთის 1 856 237 მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 887 223

შსს: 2023 წელს შემოვიდა რუსეთის 1 856 237 მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 887 223

22/01/2024 08:30:45 საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყნის ტერიტორია 1 887 223-მა დატოვა.

შსს-ს ცნობით, 2023 წელს რუსეთის ყველაზე დიდი რაოდენობით - 766 278 მოქალაქე მესამე კვარტალში შემოვიდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 348 050 რუსი შემოვიდა, ქვეყნიდან კი 359 030 გავიდა.

სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოს საზღვრის კვეთის მიხედვით, პირველი სამი კვარტლის განმავლობაში რუსეთი ლიდერობდა, ხოლო მეოთხე კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა თურქეთის უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე რუსეთის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S