Accentnews.ge
გასული წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, საქართველოს თავშესაფარი 316–მა პირმა სთხოვა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ორმა მიიღო

გასული წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, საქართველოს თავშესაფარი 316–მა პირმა სთხოვა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ორმა მიიღო

22/01/2024 08:19:19 პოლიტიკა, საზოგადოება

გასული წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული. მათგან საიდანაც ყველაზე მეტი - 61 ირანის მოქალაქეა, 50 თურქეთის, 31 უკრაინის, 29 პაკისტანის, 16 ეგვიპტის, 16 რუსეთის. თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ბელარუსის, ბანგლადეშის, სომხეთისა და ავღანეთის, მოქალაქეებიც,– ირკვევა შსს–ს სტატისტიკური მონაცემებიდან.

ასევე სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 38-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 25 პირი უკრაინის მოქალაქეა, 7 იემენის, 5 სირიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა. ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 2 ადამიანს მიენიჭა - 1 ტანზანიის, 1 დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 115 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 36 ირანის მოქალაქეა, 18 თურქეთის, 13 ლიბანის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ირანის 8 მოქალაქე; ინდოეთის 5; აზერბაიჯანის 5; რუსეთის 5.

დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 16 მოქალაქე, მათ შორის 4 – თურქეთის, აზერბაიჯანის - 3; რუსეთის – 2; ინდოეთის – 2.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S