Accentnews.ge
NATO "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს დღეს იწყებს

NATO "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს დღეს იწყებს

22/01/2024 07:59:29 მსოფლიო

NATO დღეს, 22 იანვარს იწყებს ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში თავის უდიდეს წვრთნებს, რომლის სცენარიც "პრაქტიკულად თანასწორი მოწინააღმდეგის დარტმაზე" რეაგირებაა.

Steadfast Defender სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 90 ათასი ადამიანი ალიანსის ქვეყნებიდან და კანდიდატი შვედეთიდან. მანევრები ნორვეგიიდან რუმინეთამდე ტერიტორიაზე მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

Stalwart Defender სწავლებაში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი და მინიმუმ 1000 საბრძოლო მანქანა. წვრთნები აჩვენებს, რომ ალიანსს შეუძლია, განახორციელოს და მხარი დაუჭიროს კომპლექსურ, რთულ ოპერაციებს ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერზე, კიბერსივრცეში და კოსმოსში „თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ, NATO–ს მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა ევროპაში.

ამ მასშტაბის ბოლო წვრთნა ნატომ 1988 წელს ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 125 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გააჟღერა მოსაზრება, რომ რუსეთმა შეიძლება შეუტიოს ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას, თუკი უკრაინის ომში წარმატებას მიაღწევს.

სააგენტო dpa-ს ცნობით, Steadfast Defender-ის მანევრის სცენარი არის რუსეთის თავდასხმა ალიანსის ერთ-ერთ ქვეყანაზე, რაც იწვევს ბლოკის კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S