Accentnews.ge
კრემლის პროპაგანდისტს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

კრემლის პროპაგანდისტს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

22/01/2024 07:28:49 მსოფლიო

კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა ილაპარაკა.

"სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. დიდი ალბათობით, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს, არ შემოვუშვებთ". – ამბობს სმადიაროვი.

წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია. გადაწყვეტილებას კრემლის პროპაგანდისტმა "ძალიან საშიში ტენდენცია" უწოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების "გამოცდილებით", შემდეგ კი ყაზახებს მანქურთები უწოდა:

"ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა "мәңгу" (დაბნევა, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ, აზროვნებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S