სლოვაკეთის პრორუსი პრემიერი: უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, რათა რუსეთის აგრესია დაასრულოს
22/01/2024 06:59:45 მსოფლიო
სლოვაკეთის პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა კიევის მიერ ტერიტორიის ნაწილის დათმობაა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. წერს Politico.
"უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი", - განუცხადა ფიცომ სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVS-ს და განაგრძო, "რას ელიან ისინი, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს? ეს არარეალურია."
პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება მოიპოვა დეკემბერში მას შემდეგ, რაც მისმა პოპულისტურმა პარტია Smer-მა არჩევნები მოიგო. მან პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას შეწყვეტდა, დაბლოკავდა კიევის პოტენციურ წევრობას ნატოში და დაუპირისპირდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ფიცომ თქვა, რომ მალე უკრაინის პრემიერ დენის შმიჰალს შეხვდება და ეტყვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და რომ ამას ვეტოს დაადებს: "ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება და სხვა არაფერი."


