Accentnews.ge
მედია: რუსული საკრუიზო ლაინერის „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ

მედია: რუსული საკრუიზო ლაინერის „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ

19/01/2024 18:29:31 საზოგადოება

რუსული საკრუიზო ლაინერის „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები წერენ.

როგორც იუწყებიან, მარშრუტში ასევე შევა სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.

ოთხგემბანიანი ლაინერი ქალაქ ასტრახანში მშენებლობის პროცესშია. გემის ექსპლუატაციაში შეყვანა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

2023 წელს ბათუმის პორტში ორჯერ შემოვიდა რუსული საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდე“, მაგრამ ორჯერვე მოქალაქეები პროტესტიტ დახვდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ლაინერის მარშრუტიდან ბათუმი ამოიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S