
ჯაფარიძე: ექიმების დიდი ჯგუფი ჩავა ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში
19/01/2024 14:26:09 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, 21 იანვარს, 12:00 საათზე, სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფი ჩავა ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში.
ჯაფარიძემ განმარტა რომ ექიმების გუნდი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მისი თქმით, მიზანია, ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდეს ამ აქტივობის შემდეგაც, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანდაცვა "სავალალო მდგომარეობაშია".
"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში. გელოდებით სოფელ რუხში, კვირას, 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე, ჩვენ ვართ ერთნი და ეს ერთობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.