
სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
19/01/2024 13:28:40 საზოგადოება
2023 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 216.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, 86.6 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 129.8 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.
2022 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 179 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად გასულ წელს ჯარიმების აკრეფით მიღებული შემოსავლები 37 მილიონი ლარით გაიზარდა.