
დეკანოზი: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
19/01/2024 10:57:20 საზოგადოება
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვერ აღავლინა.
ამასთან დაკავშირებით დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე ვერ მონაწილეობს ყველა მსახურებაში.
„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, - განაცხადა დეკანოზმა.