Accentnews.ge
რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

19/01/2024 07:41:22 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის. ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა და თქვა, რომ უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი.

წინასწარი ცნობებით არავინ დაშავებულა, ხოლო ცეცხლი რეზერვუარს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული ჰყავთ სახანძრო ეკიპაჟები.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S