Accentnews.ge
საფეხბურთო კლუბ "თელავს" რუსი სპეციალისტი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ "თელავს" რუსი სპეციალისტი გაწვრთნის

18/01/2024 19:09:53 საზოგადოება

საფეხბურთო კლუბ "თელავის" მწვრთნელად 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის,– ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა.

როგორც იტყობინებიან, ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს მშობლიურ "სტავროპოლში" დაიწყო, შემდეგ ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა. ასევე მწვრთნელად მუშაობდა კლუბებში: "სატურნი", ბელარუსის მინსკის" დინამო", "კრასნოდარი", "ანჟი", "ურალი", "სოჩი", ლატვიის "რფს რიგა", ლიეტუვას "ტრაკაი", კალინინგრადის "ბალტიკა". ბოლოს ვლადიკავკაზის "ალანიას" წვრთნიდა, „2012/2013 წლების სეზონში ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა. მუშაობდა ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ".

პრესსამსახური აქვეყნებს უსი მწვრთნელის კომენტარსაც.

"პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მასწავლით. "თელავის" შესახებ ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრს მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ", - ამბობს ვასილენკო.

იტყობინებიან, რომ კლუბი 51 წლის ბერძენმა მწვრთნელმა გეორგიოს კოსტისმა ერთი კვირის წინ დატოვა კონტრაქტის დასრულება შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S