
Bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან საქმე წააგო
18/01/2024 06:15:53 საზოგადოება
მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, წელიწადნახევრის შემდეგ, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება.
Bloomberg წერს, რომ ფულის გათეთრებაზე დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. გაკოტრების პირას მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse მიმდინარე წლის მარტში იყიდა UBS-მა.
Bloomberg ციტირებს ივანიშვილის სპიკერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორებს მტკიცებულებებს, რომლითაც ჩანს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მზადყოფნა, დამალოს და გაათეთროს მისი თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავალი", - ამბობს ის.