Accentnews.ge
Politico: დავოსში ზელენსკის და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა არ შედგება

Politico: დავოსში ზელენსკის და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა არ შედგება

17/01/2024 17:27:47 მსოფლიო

დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ Politico იტყობინება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთის მონაწილეობა კიევის მიერ შემოთავაზებული ე.წ. მშვიდობის ფორმულის ირგვლივ დისკუსიაში და არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს (პრემიერ-მინისტრი) ხელმძღვანელს ლი ციანს შორის შეხვედრის შესაძლებლობა.

თუმცა, ჩინეთმა არ მიიღო მონაწილეობა დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრაში უკრაინაში ომის დასრულების გზების შესახებ და ლი ციანი არ შეხვედრია ზელენსკის.

Politico-ს ცნობით, ეს იყო კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს და არ აპირებს რუსეთზე ზეწოლას, რათა აიძულოს იგი ომის დასრულება.

გამოცემის წყაროები აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ჩინეთმა შეგნებულად თქვა უარი შეხვედრაზე, უარყო უკრაინის მოთხოვნა და ეს არ არის უბრალო „განრიგის შეუსაბამობა“. უკრაინის დელეგაციის წყარომ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს შეხვედრა არ მოუთხოვია. ოფიციალურ პეკინს, ისევე როგორც კიევს, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ლი ციანმა ძირითადად ისაუბრა ეკონომიკაზე, წარმოადგინა ჩინეთი, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარი“ მიმდინარე რთულ საერთაშორისო გარემოში. ზელენსკიმ მოუწოდა ფორუმის მონაწილეებს, დაეხმარონ უკრაინას რუსეთთან ომში. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და ევროკომისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მოლაპარაკების დეტალები უცნობია. Politico ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთის პოზიციის მიუხედავად, დავოსში ზელენსკი პრესისა და ფორუმის მრავალი მონაწილის ყურადღების ცენტრში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S