
კეკელიძე "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას" აფუძნებს
17/01/2024 17:16:09 საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას" აფუძნებს.
"ეს საქმე ქართული სოფლების სკოლების, ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება",– წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, მისივე თქმით, კომპანია "ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორად დაინინა.
კეკელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, „რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა“. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება და დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხზე არ აპირებს. კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა კეკელიძე პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს."