Accentnews.ge
თავისუფლების ინსტიტუტი შესყიდვების სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს

თავისუფლების ინსტიტუტი შესყიდვების სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს

17/01/2024 11:48:39 პოლიტიკა, საზოგადოება

თავისუფლების ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო სასამართლოში უჩივლა.

ორგანიზაციის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 იანვარს წარადგინა და მედიასთან გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

კერძოდ, მოსარჩელის თქმით, თავისუფლების ინსტიტუტი იკვლევს რუსული კომპანიების წილს ქართულ ბაზარზე და შესყიდვების სააგენტოსგან ყოველწლიურად დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობის შესახებ მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, თუმცა უწყებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ვინაიდან მოთხოვნა უშედეგო აღმოჩნდა, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, სასამართლო წესით დაევალდებულებინა შესყიდვების სააგენტო, რომ შესაბამისი ინფორმაცია გასცეს.

"შეგვაქვს სარჩელი და ველოდებით შედეგს. ვფიქრობ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ფუნქციონირების. ვფიქრობ, ამ კუთხით, სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს და დაავალდებულოს შესყიდვების სააგენტო, რომ მოგვცეს ეს სია"დასძინა ხვადაგიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S