Accentnews.ge
სამებაში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ არის

სამებაში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ არის

17/01/2024 11:17:53 საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია, მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატია - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მათთან საუბარში "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ფორმულასთან" ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ხატს სამებიდან არ გაიტანენ და მას მხოლოდ ფლიგელს შეუცვლიან.

"​არ მაქვს ინფორმაცია, ახლა თქვენგან ვიგებ ამას. მე რაც ვიცი, გადატანილი იქნება სამებაში უბრალოდ რომელიმე სხვა ფლიგელში. როგორც მე ვიცი, სამებიდან ხატი არ გავა.

არ ვარ ამ პროცესში [ხატის გადაწერაში] ჩართული. მივანდეთ ეს პროცესი საპატრიარქოს. რამდენადაც ვიცი, საპატრიარქო ხატმწერს დაუკავშირდა, შეთანხმდებიან როგორ მოხდეს ამ პროცესის განხორციელება", - თქვა ინაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S