
IT: 10 კომპანიიდან 4, რომლებმაც 2023 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, "ოცნების" შემწირველია
17/01/2024 09:57:50 პოლიტიკა, საზოგადოება
სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნების" შემომწირველმა კომპანიამ შპს "ჯი-თი გრუპმა" 2023 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მაღალი შემოსავალი – 30,3 მილიონი ლარი მიიღო, - იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობს.
ორგანიზაცია ასახელებს 10 კომპანიას, რომლებმაც გასულ წელს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს. მათგან 4, ორგანიზაციის ცნობით, "ქართული ოცნების" შემომწირველია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მიმღებს შორის პირველ ორ ადგილს, IT-–ს ცნობით, სწორედ მმართველი პარტიის შემომწირველები - შპს "ჯი-თი გრუპი" - 30,3 მლნ. ლარით და შპს "თეგეტა მოტორსი" - 18,3 მლნ. ლარით ინაწილებენ.
სიაში მოხვდა შპს "თეგეტა ტრაქ ენდ ბას", რომელმაც გამარტივებული შესყიდვებით 7,6 მლნ. ლარი მიიღო. 6,3 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღო კიდევ ერთმა "ქართული ოცნების" შემომწირველმა კომპანიამ სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა".
აღნიშნულმა კომპანიებმა პარტიას 375,000 ლარი შესწირეს, ხოლო ჯამში 62.5 მილიონი ლარი მიიღეს.
ყველაზე მეტი შემოსავლის მიმღები კომპანიების ათეული IT–ს ცნობით, ასე გამოიყურება: