Accentnews.ge
"მუშაობის საშუალება გვაქვს მოსპობილი!": რა პრობლემებს აწყდებიან საბჭოთა წარსულის მკვლევარები საქართველოში

"მუშაობის საშუალება გვაქვს მოსპობილი!": რა პრობლემებს აწყდებიან საბჭოთა წარსულის მკვლევარები საქართველოში

17/01/2024 09:45:03 პოლიტიკა, საზოგადოება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა 17 იანვარს გამართულ პრეზიდენფერენციაზე კვლევისას ხელისუფლების მხრიდან ბარიერების ხელოვნურად შექმნის საკითხზე ისაუბრეს. კერძოდ, მკვლევარები ამბობენ, რომ მათ არქივებზე წვდომას უზღუდავენ, რაც საბჭოთა წარსულის კვლევას ართულებს.

მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფორმალურად აკონტროლებს არქივებს, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ერევა მათ გადაწყვეტილებებში და ზღუდავს მკვლევართა წვდომას იქ დაცულ დოკუმენტებზე.

"არქივებში სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ აწესებდა შეზღუდვებს, რომლებმაც დღევანდელი მდგომარეობით შექმნა სიტუაცია, რომლის დროსაც უაღრესად გართულებულია არქივებში კვლევის წარმოება და რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი. იმდენად გართულებულია, რომ ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ მსახურობს სახელმწიფოს პოლიტიკასთან, რომ საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კვლევა იყოს რაც შეიძლება რთული". - განაცხადა SOVLAB-ის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმა.

SOVLAB საუბრობს ისეთ პრობლემებზეც, როგორებიცაა არქივებში დოკუმენტების დამალვის, არქივების გაურკვეველი მიზეზებით დახურვისა თუ დოკუმენტებისათვის ფოტოების გადაღების შეზღუდვის პრაქტიკა. ამასთან, მკვლევარები ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო ბოროტად იყენებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას და ევროპულ რეგულაციებს. კერძოდ, 75 წელზე ნალები ხანდაზმულობის დოკუმენტებში სხვა დეტალებთან ერთად, ადამიანის სახელების წაშლის გამო საბჭოთა ტოტალიტარული რეპრესიული აპარატის წევრთა მონაცემები მიუწვდომელია.

"მუშაობის საშუალება გვაქვს მოსპობილი. [სახელმწიფო] გვიზღუდავს საშუალებას, ვიმუსაოთ იმ ტიპის დოკუმენტებზე, რომლებიც აჩვენებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სპეცსამსახურის პერსონალის შესახებ ინფორმაციას მაგალითად, 60–70–80–იან წლებში",– თქვა ირაკლი ხვადაგიანმა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს საბჭოთა წარსულის ინსტრუმენტალიზაციას რუსული დეზინფორმაციის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S