Accentnews.ge
რომელ კომპანიებთან გააფორმა თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე

რომელ კომპანიებთან გააფორმა თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე

17/01/2024 08:36:19 საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე ოთხს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. სწორედ მათ უნდა დაასრულონ სამუშაოები იანვრის ბოლომდე მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ წინა ორ კომპანიასთან გაწყვიტა ხელშეკრულება ვადების დარღვევისა და სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების არგუმენტით. გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა. საუბარია თითქმის 18 მილიონ ლარზე.

ბენდელიანის თქმით, კომპანიები – კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.

„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, წერეთლის გამზირზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება, სრულად ქუჩის განახლება კი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდება.

"იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შემდეგ, დარჩენილი იქნება ტროტუარის გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. ასევე, შეიძლება, დარჩენილი იყოს ავტობუსის რამდენიმე მოსაცდელისა და კონკრეტული გარე განათების ბოძის დამონტაჟება. მცირე სახის სამუშაოები იქნება. წერეთლის გამზირის ძირითადი ნაწილი იანვრის ბოლოს დამთავრდება [...]

რაც არ დასრულდება, ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებით, დაახლოებით, თვენახევარი. ეს კლიმატურ პირობებზეცაა დამოკიდებული. მარტის შუა რიცხვებში ქუჩის რეაბილიტაციას სრულად დავამთავრებთ". - თქვა კალაძის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამავე თემაზე – კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S